Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 6 ცალი კვერცხი
- 6 სუფრის კოვზი შაქარი
- 200 გრ კარაქი
- 200 გრ შავი შოკოლადი
- 10 გრ ვანილი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 6 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი, შემდეგ სათითაოდ დაუმატეთ 6 კვერცხის გული.კარგად ათქვიფეთ.
- ცალკე გაადნეთ 200 გრ შავი შოკოლადი და 200 გრამი კარაქი. გაცივებული ჩაასხით კვერცხიან მასაში, კარგად აურიეთ, ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში 5-6 საათის განმავლობაში. ზემოდან მორთეთ თქვენი სურვილით. ნიგოზი და თხილი უხდება.