6 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი, შემდეგ სათითაოდ დაუმატეთ 6 კვერცხის გული.კარგად ათქვიფეთ.
ცალკე გაადნეთ 200 გრ შავი შოკოლადი და 200 გრამი კარაქი.
გაცივებული ჩაასხით კვერცხიან მასაში, კარგად აურიეთ, ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში 5-6 საათის განმავლობაში.
ზემოდან მორთეთ თქვენი სურვილით.
ნიგოზი და თხილი უხდება.