Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500 გრ სიმინდის ფქვილი
- 100 გრ პურის ფქვილი
- 500-700 გრ ყველი
- 1 ცალი კვერცხი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- კარგ ჭვიშტარში ყველი უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე სიმინდის ფქვილი, ჩვეულებრივად მოზელთ ჭადის ფქვილს წყლით, თუ მაწონში მოზელთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა დაუმატეთ. დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი, პურის ფქვილი. დიდხანს მოზილეთ ცომი. 10-15 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად. შეგიძლიათ პირდაპირ ცომი და ყველი ერთმანეთში აურიოთ და ტაფაზე დააცხოთ. ცეცხლგამძლე ცხიმწასმულ ჭურჭელზე დააფინეთ ცომის ნახევარი, შემდეგ გულში ბლომად გემრიელი ყველი მოაყარეთ, როგორც ხაჭაპურში ვდებთ. ყველში ცხიმი გაურიეთ ან კარაქი ან ერბო, დააფინეთ ზემოდან მეორე ნახევარი ცომი და გამოაცხვეთ წინასწარ ღუმელში ღუმელში 170 გრადუსზე.