Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 8 ცალი კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- 300 გრ კარაქი
- 10 გრ ვანილი
- 1 ცალი მოხარშული შესქელებული რძე
- 8 სუფრის კოვზი ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი კონიაკი
- 500-700 გრ ჟოლო, ატამი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ვაცხობთ ჩვეულებრივად 8 კვერცხიან ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 8 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 8 სუფრის კოვზი შაქარი, კვერცხის გულები, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით ნაზად შეურიეთ გაცრილი 8 სუფრის კოვზი ფქვილი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ცხიმწასმულ ფორაში 180 გრადუსზე.
- კრემი- კარგად ამოიყვანეთ კარგი ხარისხის 200-300 გრამი კარაქი . შეათქვიფეთ 1 ცალი მოხარშული შესქელებული რძე. გაცივებული ბისკვიტი გაჭერით 2 ნაქწილად, კარგად დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით ან ჟოლოს წვენში გაურიეთ კონიაკი. კონიაკის გემო უნდა იგრძნობოდეს. ბისკვიტის ფენას გადაუსვით კრემი, მოაწყვეთ ჟოლო და დაჭრილი გემრიელი ატამი. დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი,დანამეთ,გადაუსვით კრემი და მორთეტ თქვენი გემოვნებით.
სუპერ! უგემრიელესია!
ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ!
ეჭვიც არ მეპარება ძალიან გემრიელი იქნებაა <3
ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ! <3