Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 ცალი მწვანე ვაშლი დაჭერით კუბიკებად. გული ამოაცალეთ. ცალკე გამოწურეთ 1 ცალი ლიმონი და 1 ცალი ფორთოხალი, აურიეთ წვენი ერთმანეთში და დაჭრილ ვაშლს დაასხით, ვაშლი წენში გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ წვენი. ვაშლი შედგით საყინულეში–6 საათის განმავლობაში, წვენი მაცივარში შეინახეთ. დესერტის მომზადება უმჯობესია დაიწყოთ ღამე, რომ ვაშლი მთელი ღამე იდგეს საყინულეში.
- ცალკე აიღეთ 10 გრამი ჟელატინი და გახსენით 50 გრამ თბილ წყალში, შეიძინეთ ისეთი ჟელატინი რომელიც სწრაფადგახსნადია და წამოდუღება არ სჭირდება. ცალკე 6 კვერცხის გული და 100 გრამი შაქარი კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 300 მლ 35% ნაღები, ვანილი კარგად ათქვიფეთ.
- საყინულედან გამოღებუილი ვაშლი, ფორთოხლის და ლიმონის წვენთან ერთად დააბლენდერეთ, და ჩაუმატეთ კვერცხიან მასას, დაადგით დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად ურიეთ, გამორთეთ, შეურიეთ ჟელატინი. კარგად აურიეთ. ფორმემს წაუსვით ცხიმი, ვაშლიანი მასა ჩაასხით და შედგით მაცივარში გამაგრებამდე. ძალიან გემრიელია. გამოდის 4–6 ულუფა.