Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 2 კვერცხი და 100 გრამი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 500 გრამი ერთგვაროვანი ხაჭო, 200 გრამი არაჟანი, ვანილი, მწიკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, დააწვეთეთ ლიმონის 3-4 წვეთი. 8-10 სუფრის კოვზი ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის. ცხიმწასმულ ფორმაზე დაასხით ცომი და მოაწყვეთ ნახევარი კილოგრამი კურკაგამოცლილი ალუბალი, ან ნებისმიერი ხილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.