Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 200 გრ მარგარინი
- 400 მლ ცხელი წყალი
- 1 მწიკვი მარილი
- 500 გრ ფქვილი
- 1 სუფრის კოვზი არაყი
- 10 ცალი კვერცხი
- 250 გრ შაქარი
- 600 მგ რძე
- 10 გრ შაქრიანი ვანილი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 200 გრამ მარგარინს დავასხათ 400 მლ.ცხელი წყალი და წამოვადუღოთ, კარგად დადნეს მარგარინი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ნელნელა ჩაყარეთ 400 გრამი გაცრილი ფქვილი და თან სწრაფად მოურიეთ, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი ან სპირტი. შემდეგ გადმოდგით და შეურიეთ ცალ-ცაკე 8 კვერცხი, მიქსერით კარგად შეათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
- ცხიმწასმულ ჟარონაზე,თუ გნებავთ ქაღალდი დაუფინეთ, სველი სუფრის კოვზით დავდოთ ცომი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე და შემდეგ 150 გრადუსზე გამოცხობამდე.
- კრემი - 1 კვერცხი, 250 გრამი შაქარი, 3 ჭიქა რძე,7 კოვზი ფქვილი, მუდივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე დავდგათ 20 წუთის განმავლობაში. ცხელ კრემში ჩაუმატეთ ვანილი. ვანილი აუცილებელია, გემო კარგად უნდა ეტყობოდეს. არ გაამწაროთ. ცალკე ამოიყვანეთ 300 გრამი კარგი ხარისხის ნაღების კარაქი და ნელ-ნელა შეათქვიფეთ გაცივებულ მოხარშულ კრემს.
- გამომცხვარი შუ გაჭერით შუაზე და ამოავსეთ ბლომად კრემით. თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა. გამოდის 20 ცალი შუ.