Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 200 გრ კარაქი
- 400 გრ ფქვილი
- 2 ცალი კვერცხის გული
- 300 გრ ყველი
- მარილი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 200 გრამი ცივი კარაქი გახეხეთ, შეურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, კარგად ასრისეთ, დაუმატეთ 300 გრამი გახეხილი ყველი, 2 კვერცხის გული, კარგად მოზილეთ ცომი. მარილი თქვენი გემოვნებით დაუმატეთ ყველის გემოს მიხედვით.
- ცომი შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით სასურველ ზომაზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.