Please follow and like us:
Print Recipe
ფუნთუშები
ხმები: 2
რეიტინგი: 3
You:
Rate this recipe!
სამზადისის დრო 4 საათი
პორცია
ცალი
ინგრედიენტები
სამზადისის დრო 4 საათი
პორცია
ცალი
ინგრედიენტები
ხმები: 2
რეიტინგი: 3
You:
Rate this recipe!
ინსტრუქცია
  1. 5 ცალი კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ კარგად გათეთრებამდე, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ვანილი ცალკე 1 ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი(გააჩნია როგორ საფუარს იყენებთ,ზოგს არ ჭირდება რძეში გახსნა ისე შეიძლება ფქვილზე მოყრა)
  2. გოგლიმოგლს დაასხით საფუარიანი რძე, დაუმატეთ 200 გრამი დარბილებული კარაქი, დააყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, იმდენი ფქვილი დააყარეთ რომ ცომი ხელზე არ მიგეკროთ. ცომი უნდა იყოს რბილი და ნაზი. რაც უფრო დიდხანს მოზელთ კარგია, უფრო გემრიელი გამოვა ფუნთუშები.
  3. ცომი დადგით სითბოში 1 საათის განმავლობაში. 1 საათის შემდეგ ჩაზილეთ ზეთთან ერთად და სურვილის მიხედვით დააყარეთ ქიშმიში, (ბავშვების უმრავლესობას არ უყვარს ქიშმიშიანი) მე ლიმონის ცედრასაც ვუმატებ, უხდება. ცხიმწასმულ ჟარონაზე ცომი დადეთ გუნდებად, გადაუსვით თავზე ზეთი ან კვერცხის გული და გააჩერეთ კიდევ ნახევარი საათი. გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 180––200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.