Please follow and like us:
ფუნთუშა- რულეტი
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
ფუნთუშა- რულეტი
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. 5 ცალი კვერცხი და 400 გრ შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი, შეათქვიფეთ 200 გრამი დარბილებული კარაქი.  ცალკე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, კარგად რომ გაიხსნება შეუერთეთ კვერცხიან მასას.  მე 1 ცალი ლიმონის ცედრაც დავუმატე უხდება.  ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ნაზი,ფუმფულა ცომი, ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ ცომი. ცომი უნდა მოზილოთ 15 წუთის განმავლობაში, რაც უფრო დიდხანს დაამუშავებთ ცომს მით უფრო ფუმფულა იქნება ფუნთუშები.  შემდეგ ცომს გადააფარეთ ტილო და და დადგით 1 საათის განავლობაში სითბოში, შემდეგ ჩაზილეთ კარგად და კიდევ 1 საათი დაასვენეთ ცომი.  ცომი გაყავით გუნდებათ,გაითვალისწინეთ რომ გამოცხობის დროს 2-ჯერ იზრდება, ამიტომ თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ რამხელებს მოამზადებთ.  მე დიდები მოვამზადე, პატარები უფრო ლამაზია. 
  2. გავაბრტყელე ცომის ერთი გუნდა თითის სიმაღლეზე და მოვაყარე მთელ ზედაპირზე ფხვნილის სახით 100 გრამი კაკაო და 200 გრ შაქარი არეული ერთმანეთში. გამოცხობის დროს კაკაო და შაქარი შოკოლადად გადაიქცევა.  ნებისმიერი გულსართით შეგიძლიათ მოამზადოთ,ძალიან უხდება შაქარი და და გატარებული ნიგოზი არეული ერთმანეთში  დარიჩინთან ერთად. გადაახვიეთ რულეტივით, თავზე გადაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე,წინასწარ გახურებულ ღუმელში.