Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ჩანახი მზადდება თიხის ქოთნებში,პ ერსონალურად ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, თუ გნებავთ დიდ თუჯის ტაფაზე მოამზადეთ. ჩანახი წესით ცხვრის ცხიმიანი ხორცით მზადდება, მე საქონლის ხორცით მოვამზადე. ხორცი ერთხელ წამოვადუღე , რომ ჭუჭყი მომეშორებინა.
- აიღებთ თიხის ქოთნებს, წაუსვით სალფეთქით ზეთი, ჩაალაგეთ 4-5 ნაჭერი ცხიმიანი ხორცი, გრძლად, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი 2 ცალი, გადაუსვით ,მარილი ყველაფერს, 1 ცალი წინასწარ მარილმოყრილი და გაწურული სიგრძეზე გაჭრილი ბადრიჯანი, რომელშიც წესით უნდა ჩავდოთ ცხვრის დუმა, მე ბადრიჯანი ამოვავსე წვრილად დაჭრილი მწვანილებით- მწვანე ხახვი,ნიორი,რეჰანი,ქინძი,ოხრახუში , ჩადეთ 1 ცალი პომიდორი, რომელსაც ამოჭერით ყუნწი, ჩააყარეთ ცოტა მარილი და ჩადეთ ცოტა კარაქი.
- დაასხით 50 გრამი წყალი და დაბალ ცეცხლზე შედგით ღუმელში 170 გრადუსზე. 2 საათი თავდახურლი,1 საათი თავღია.