ხორცის ფარში მოთუშეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 4 თავი ხახვი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით , კარგად მოიშუშოს.
ცალკე მოხარშეთ 4 ცალი კვერცხი.
ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, მართკუთხედი ფორმა მიეცით ცომს, შუაში მოათავსეთ მოთუშული ფარში, სიგრძეზე დააწყვეთ შუაში გაჭრილი წითელი ბულგარული,
ბულგარულზე დაადეთ მოხარშული კვერცხი და ცომს შეუკარით პირი.
თავზე გადაუსვით მაწონი და კვერცხის გული არეული ერთმანეთში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.