ხაჭო უნდა იყოს აუცილებლად ერთგვაროვანი, ამისთვის ხაჭო უნდა გაცხრილოთ ან გაატაროთ.
კილოგრამ ხაჭოზე გვჭირდება, 500 გრამი ცხიმიანი არაჟანი, შაქრის პუდრა გემოვნებით, ვანილი იმდენი, რომ გემო კარგად იგრძნობოდეს, დაუმატეთ ქიშმიში, ალუბლის და გარგლის ჩირი. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის ცუკატები დაუმატოთ.
ან სულ არტაფერი დაუმატოთ.
ძალიან უხდება მომჟავო ხილის ჩირი.
ოთხად გაკეცილი მარლა ჩააფინეთ ფორმაში, რომელშიც პასკას ამზადებთ, ჩადეთ შეზავებული ხაჭო, დააფარეთ თავზე, დაადეთ სიმძიმე და შედგით მაცივარში 2 დღის განმავლობაში.
ამ ხნის მანძილზე ზედმეტი სითხე სულ გამოვა.
ფორმა სასურველია გახვრეტილი იყოს, ან სითხე ხშირად უნდა გადაღვაროთ.