კარგად მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილი 2 ხახვი და ნიორი, 1 ცალი წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, დაუმატეთ ფარში, კარგად მოურიეთ კოვზით, როცა ხორცი ფერს შეიცვლის დაუმატეთ 100 მლ ღვინო, თავზე არ დაახუროთ, ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ტომატი გახსნილი 1 ჩაის ჭიქა წყალში და კიდევ 20 წუთი ხარშეთ. შემდეგ დავუმატოთ მარილი, ჩილი, ორეგანო, ხმელი ქინძი, 300 გრამი წითელი მოხარშული ლობიო, გააჩერეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით.
მიირთვით ფლავთან ერთად. უხდება არაჟანი..