დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო, გარეცხეთ,10 წუთის განმავლობაში ადუღეთ მარილიან წყალში,
შემდეგ ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთში, თუ მარხვაზე არ ხართ, ჯერ კვერცხში ამოავლეთ და მერე ფქვილში. ჩააწყვეთ ბაჟეში და მიირთვით ღომთან ერთად.
ბაჟე- გატარებული ნიგოზი, ნიორი,ყვითელი ყვავილი, წითელი პილპილი, მარილი გემოვნებით.