ცომი-700 გრ ფქვილი და 200 გრ დარბილებული კარაქი კარგად ავსრისოთ ერთმანეთში, დავუმატოთ მაწონში გახსნილი სოდა და კარგად მოვზილოთ, ცომი გავყოთ სამ ნაწილად. შევახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.
გულსართი-შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი და 200 გრ დარბილებიული კარაქი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მე გატარებულ ნიგოზს ვუმატებ და ცოტა დარიჩინს. თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ ქიშმიშით მოამზადოთ ან საერთოს არც ნიგოზი არ დაუმატოთ.
გულსართსაც, ცომის მსგავსად, სამ თანაბარ ნაწილად ვყოფთ.