4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი,
3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი,გადაუსვით ნებისმიერი ჯემი,მე გახეხილი შინდით მოვამზადე,ზემოდან მოასხით დარჩენილი ცომი.
შედგით გახურებულ ღუმელში.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.