კარგად გარეცხილი ფეიხოია დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას ჩანგლით. თუ გნებავთ გათლილი მოამზადეთ. დავაყაროთ შაქარი, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში.
გადმოვდგათ, კარგად უნდა გაცივდეს, შემდეგ ისევ ვადუღებთ 15-20 წუთი.
გაიმეორეთ ასე 3-4 ჯერ.
კარგი ფერის შესანარცუნებლად დუღილის დროს დაუმატეთ ლიმონმჟავა ან 1 ცალი ლიმონის წვენი.
ცხელი ჩაასხით ქილებში.