ტკბილი ფლავი გოგრით
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. დავჭრათ კუბიკებად თხელკანიანი გოგრა მოვაცალოთ კანი და მოვაწყოთ ქვაბის ძირში, მოვაყაროთ 1 ჭიქა მოუხარშავი ბრინჯი, მწიკვი მარილი, 100 გრამი შაქარი, 100 გრ ქიშმიში, ვანილი. შემდეგ ისევ იგივე ფენები გაიმეორეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ბლის მურაბა და მურაბის წვენი, მაშინ შაქარი არ დაგჭირდებათ.
  2. ზემოდან მოაწყვეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. შემდეგ დაასხით წყალი, ისე, რომ ბრინჯი დაიფაროს. თავსახური თავიდანვე მჭიდროდ უნდა ეხუროს ქვაბს.
  3. საშუალო ცეცხლზე დაადგამთ, წყალი რომ ჩაშრება დააფარებთ ტილოს, მჭიდროდ დაახურეთ და 15 წუთი კიდევ გააჩერებთ დაბალ ცეცხლზე.
  4. ფლავი უმჯობესია მოამზადოთ სქელძირიან ქვაბში. წაუსვით ზეთი ძირზე და გვერდებზე, რათა მომზადებული ფლავი ადვილად გადმობრუნდეს.