გულსართი – 4 კონა მწვანე ხახვი, 4 კონა ტარხუნა, გაარჩიეთ, უხეში ძირები არ შეაყოლოთ, დაჭერით ხახვი და ტარხუნა და მოთუშეთ ცხიმში, დაუმატეთ მარილი და ბოლოს 4-5 ცალი წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. წიწაკა გემოვნებით. გულსართს შეგიძლიათ დაუმატოთ მოხარშული ბრინჯი. მე პირადად, როცა მარხვა არ არის და კვერცხს ვუმატებ, ბრინჯს არ ვუმატებ, როცა სამარხვოს ვამზადებ იმ შემთხვევაში ვუმატებ ბრინჯს და ფენოვანი ცომით ვამზადებ ზამთარში. მხოლოდ მწვანე ხახვით და კვერცხით შეგიძლიათ მოამზადოთ.