4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი,
3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაწყვეთ დაჭრილი გემრიელი ატამი , შემდეგ ისევ მოასხით დარჩენილი ცომი და ზემოდან ისევ ატამი.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით და კენკროვანით მოამზადოთ
თავზე შეგიძლიათ ნებისმიერი თეთრი მურაბის წვენი გადაუსვათ ხილს.