ჯერ ვამზადებთ პირველ ცომს-2 კვერცხი, 3 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა ცივი წყალი, ჩაის კოვზი ძმარი,
მწიკვი მარილი, მოვზილოთ ცომი.
ცალკე ვამზადებთ მეორე ცომს- ავიღოთ ოთახის ტემპერატურის 500 გრამი მარგარინი, დავკეპოთ,დაუმატეთ ჭიქანახევარი ფქვილი, შევაზილოთ კარგად ერთმანეთს.
გააბრტყელეთ პირველი ცომი და დაადეთ მეორე ცომი და გადავკეცოთ კონვერტისებურად, გავაბრტყელოთ ერთი მიმართულებით თითის სიგანეზე, ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ, შემდეგ გაბრტყელებული ცომი დაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 4 ტოლ ნაწილად. ცომი შედგით მაცივარში 2 საათი.
შემდეგ გადაიტანეთ გრილ ჟარონაზე და ოთხივე ფენა გამოაცხვეთ. 170 გრადუსზე.