ნამცხვარი ნადუღით და მსხლით
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
ინსტრუქცია
  1. 2 კვერცხისაგან და შაქრისგან მოამზადეთ გოგლიმოგლი გათეთრებამდე, ძალიან ტკბილი არ უნდა იყოს, შაქარი თქვენი სურვილით, დაუმატეთ 400 გრამი ნადუღი ან ხაჭო. 200 გრამი არაჟანი, მწიკვი მარილი, 1 შეკვრა გამაფხვიერებელი,ვანილი უხდება ძალიან, 6 სუფრის კოვზი ფქვილი, სხვადასხვა ხილით შეგიძლიათ მოამზადოთ, კენკროვანი უხდება. 
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაასხით ცომი და მორთეთ სურვილის მიხედვით, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, თავი რომ დაებრაწება მზად არის.