მურაბის მოსამზადებლად გვჭირდება პატარა ზომის, პანტა ჯიშის მსხალი.
კარგად გარეცხილ მსხალს,არ გათალოთ, ამოუღეთ გული, ისე რომ ფორმა და ყუნწი შეუნარჩუნდეს.
დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.
როცა ადუღდება დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი ან 5 გრ. ლიმონმჟავა კარგი ფერისთვის.