კომბოსტოს ფოთლები უნდა მოიწალოს, როგორც ტოლმის მომზადების დროს ვწალავთ ადუღებულ მარილიან წყალში, მაგრამ ამ შემთხვევაში 2- წუთი გააჩერეთ წყალში, რომ ცოტა დარბილდეს კომბოსტოს ფურცლები, ძალიან არ ჩახარშოთ, შემდეგ ამოიღეთ დიდ თასზე და ცალცალკე დააფინეთ რომ გაშრეს. კომბოსტოს ფოთლებს მაგარი ნაწილები მოაჭერით და ნიგოზის შემდეგ ეს მაგარი ნაწილებიც გაატარეთ და შეურიეთ საკმაზს.
გატარებულ ნიგოზს დაუმატეთ გატარებული ნიორი, ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა და გამოადინეთ ცოტა ზეთი, კარგად უნდა დასრისოთ ხელით და დაიწყებს ზეტი გამოსვლას, ამ დროს წვეთ-წვეთობით უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ცივი წყალი და უფრო მეტი ზეტი გამოვა. რომ შემდეგ თავზე მოასხათ რულეტს. საერთოდ ნიგვზიანებს უხდება ნიგვზის ზეთი.