მოზილეთ ცომი-500 გრამი მაწონი, ცოტა მარილი,100 გრამი დარბილებული კარაქი, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი სოდა, დააყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი ზეთი. ცომი არ უნდა გეკვროდეთ ხელზე. გამოდის ნაზი ცომი.
ცომი გააჩერეთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ უკვე შეგიძლიათ დააცხოთ ღვეზელი
ცალკე მოამზადეთ კარტოფილის პიურე, მოხარშულ კარტოფისლს დაუმატეთ 100 გრამი კარაქი ან ნაღები. გაზაფხულზე შეგიძლიათ დაჭრილი კამა დაუმატოთ.
შეწვით ზეთში.