კარტოფილის და ლობიოს რულეტი 
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 2საათი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 2საათი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. ცომი- ნახევარ ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 10 გრამი საფუარი, 1 კგ ფქვილზე გვესაჭიროება 10 გრამი საფუარი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ბოლოს ჩავზელთ ზეთით. რაც უფრო დიდხანს მოზელთ ცომს, მით უფრო ფუმფულა ცომი გამოვა. 20 წთ მაინც. დააფარეთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას და ვაცადოთ ამოსვლა
  2. მოვხარშოთ ლობიო და კარტოფილი. კატოფილისგან მოვამზადოთ პიურე, დამატეთ 100 გრ კარაქი. მარილი გემოვნებით. მოხარშული ლობიო გაატარეთ, დაუმატეთ 100 გრ კარაქი, მარილი და შავი წიწაკა
  3. ცომი გააბრტყელეთ თხლად,ზემოდან გადაუსვით ლობიო, შენდეგ კი კარტოფილის პიურე თქვენი გემოვნებით მომზადებული. გადაახვიეთ რულეტივით და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ნოყიერი და გემრიელია