ფქვილს დააყარეთ სოდა და აურიეთ ერთმანეთში,
ცალკე მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 300 გრამი შაქარი და კვერცხი. 1 კვერცხი და მეორე კვერცხის მხოლოდ გული. 1 კვერცხის ცილა შეინახეთ მაცივარში. ათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ვანილი, თაფლი, მაწონი და ზეთი.
ათქვეფილი მასა დაუმატეთ ფქვილს და კარგად აურიეთ.
ცომი გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე და დაჭერით ჭიქით.
ცხიმწასმულ ფირფიტაზე გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
25-30 წუთის განმავლობაში.
ცალკე ვამზადებთ თავზე გადასასმელ მასას- 1 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ 50 გრ. შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად და ფუნჯით გადაუსვით ცხელ თაფლაკვერებს თავზე.