მურაბა მაგარი ჯიშის ვაშლისგან მოამზადეთ , რომ ადვილად არ ჩაიშალოს ხარშვის დროს.
კარგად გარეცხილ ვაშლს ამოუღეთ გული. არ გათალოთ.
დაჭერით სასურველ ფორმებად.
ცალკე 2 ლიტრ წყალში კარგად გახსენით 2 ჩაის კოვზი სოდა და დაასხით დაჭრილ ვაშლს.
1 ლიტრაზე გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი სოდა.
სოდიან წყალში ვაშლი გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში.
შემდეგ გადაწურეთ და 5 წუთის განმავლობაში ვაშლი გააჩერეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
ვაშლი გადაიტანეთ ემალის ჯამში.
ცალკე ვამზადებთ სიროფს.
1 კილო შაქარს დავასხათ, ნახევარი ლიტრა წყალი, 1 ლიმონის წვენი
და კარგად მოვურიოთ, დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ სიროფი 5 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ცხელი სიროფი დავასხათ ვაშლს. და გავაჩეროთ 8 საათი.
8 საათის შემდეგ დავადგათ საშუალო ცეცხლზე მურაბა და ვადუღოთ, 15 წუთის განმავლობაში.
არ მოურიოთ ხარშვის დროს.
გამოვრთოთ და ისევ გავაჩეროთ 8 საათი.
ასე უნდა გაიმეოროთ კიდევ 2-ჯერ.
ანუ, სულ ვადუღებთ 15-15 წუთი-3-ჯერ.
8-8 საათის შემდეგ.
ბოლოს ცხელი ჩაასხით ქილებში
გამოდის ძალიან გემრიელი, ხრაშუნა, გამჭვირვალე.
ძალიან ჰგავს საზამთროს მურაბას.