დიდი ზომის კომში გაჭერით სიგანეზე, თუ პატარა ზომისაა მაშინ მთლიანად მოამზადეთ, ამოუღეთ გული.
ცალკე კარგად ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა, კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 100 გრ შაქარი,დაუმატეთ ვანილი, გატარებული ნიგოზი და ქიშმიში ასევე ცოტა დაჭრილი ნიგოზი, ცოტა მიხაკ-დარიჩინი( .თუ არ გიყვართ არ დაუმატოთ)ამ მასით კარგად ამოავსეთ კომში და შედგით ღუმელში დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში.
დოზები გაზარდეთ თუ ბევრს ამზადებთ.
იგივე დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ ვაშლისგან.