გავადნოთ წყლის აბაზანაზე 250 გრამი შოკოლადი და 150 გრამი კარაქი.
ცალკე 3 კვერცხი და 200 გრამი შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,
დავუმატოთ ვანილი, მწიკვი მარილი, 4 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა,
თუ გრანულებითაა, გახსენით სულ ცოტა ადუღებულ წყალში და ისე დაუმატეთ.
შემდეგ დაუმატეთ დამდნარი შოკოლადი და კარაქი, ბოლოს ვუმატებთ 200 გრამ გაცრილ ფქვილს.
დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი.
ზეთი აუცილებელია ცომს სხვანაირ სტრუქტურას აძლევს და სისველეს უნარჩუნებს.
ძალიან უხდება დაჭრილი ნიგოზი, თხილი ან ნუში, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ.