1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით 1 სუფრის კოვზი საფუარი. ცალკე ათქვიფეთ 4 კვერცხი და 1 სუფრის კოვზი შაქარი, ცილას ცალკე თუ ათქვიფავთ უფრო ფუმფულა იქნება , მწიკვი მარილი, ჩაასხით დროჟიანი რძე კვერცხში და კარგად აურიეთ, დაუმატეთ 2 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. გამოაცხვეთ გახურებულ თხელძირიან ტაფაზე, რომელზეც პერიოდულად მოუსვით ზეთი.როცა გამოცხვება ბლინებს გადაუსვით კარაქი, დააფინეთ ყველის ფირფიტები და დაჭრილი ძეხვი, გადაახვიეთ და დაჭერით რულეტივით.