Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კგ ხორცი
- 500 გრ სოკო
- 4 თავი ხახვი
- 400 გრ ყველის ფირფიტები
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
- 1 ბოთლი მინერალური წყალი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად საქონლის რბილი ხორცი, 250-250 გრ თითო ნჭერი. ოდნავ დაბეგვეთ და 1 საათი გააჩერეთ მინერალურ წყალში. შემწვარი ხორცი რბილი რომ გამოვიდეს ამიტომ ვდებთ მინერალურ წყალში. როცა ამოიღებთ ორივე მხრიდან კარგად გადაუსვით მარილი და შავი პილპილი შემდეგ შეწვით ტაფაზე კარგად,ცხიმში.
- ცალკე დაჭრილ ხახვთან ერთად მოშუშეთ სოკო,შეგიძლიათ დაკონსერვებული სოკო გამოიყენოთ,დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი. შემწვარი ხორცი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ჟარონაზე, ზემოდან დაადეთ ხახვში მოშუშული სოკო, დააფინეთ ყველის თხელი ფირფიტა 3-4 ცალი. შედგით ღუმელში ყველის დადნობამდე. ძალიან გემრიელია.