ხორციანი ღვეზელი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
“კეთების” დრო
40წუთი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
“კეთების” დრო
40წუთი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. ცომისთვის – 500 გრამი მაწონი, 1 ჩაის კოვზი სოდა, მწიკვი მარილი, 100 გრამი დარბილებული კარაქი, 600 გრამი ფქვილი, ბოლოს 3 სუფრის კოვზი ზეთი, ცომი ხელზე არ უნდა გვეკრებოდეთ.
  2. შიგთავსი- 500 გრამი საქონლის ცხიმიანი ხორცი გაატარეთ და მოთუშეთ, დაუმატეთ ცხიმი, 4 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით, ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 4 ცალი მოხარშული კვერცხი. 
  3. ცომი გაყავით ორ ნაწილად, დააფინეთ ცხიმწასმულ ჟარონაზე, დაადეთ გულსართი, ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ნახევარი, გადაუსვით თავზე კვერცხის გული და არაჟანი ან მაწონი არეული ერთმანეთში. რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. გამოაცხვეთ  170 გრადუსზე  გახურებულ ღუმელში. 
Please follow and like us: