Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500 გრ მაწონი
- 0.5 ჩაის კოვზი სოდა
- 100 გრ დარბილებული კარაქი
- 3 სუფრის კოვზი ზეთი
- 500 გრ ხორცი
- 600 გრ პურის ფქვილი
- 4 თავი ხახვი
- 5 ცალი კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ცომისთვის - 500 გრამი მაწონი, 1 ჩაის კოვზი სოდა, მწიკვი მარილი, 100 გრამი დარბილებული კარაქი, 600 გრამი ფქვილი, ბოლოს 3 სუფრის კოვზი ზეთი, ცომი ხელზე არ უნდა გვეკრებოდეთ.
- შიგთავსი- 500 გრამი საქონლის ცხიმიანი ხორცი გაატარეთ და მოთუშეთ, დაუმატეთ ცხიმი, 4 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით, ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 4 ცალი მოხარშული კვერცხი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად, დააფინეთ ცხიმწასმულ ჟარონაზე, დაადეთ გულსართი, ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ნახევარი, გადაუსვით თავზე კვერცხის გული და არაჟანი ან მაწონი არეული ერთმანეთში. რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.