Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ხორცი გაატარეთ ცოტა მსხვილად, უფრო გემრიელი გამოდის. შეგიძლიათ საქონლის ხორცთან ერთად ღორის ხორციც შეურიოთ. თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. უხდება. ფარში შეაზავეთ გატარებული ხახვით და ნიორით, დაუმატეთ ძირა, თუ თქვენ თვითონ დაფქვავთ მარცვლოვან ძირას ან ჩანაყავთ უფრო გემრიელი იქნება. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ქონდარი. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ფარშს დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის წყალი . 1 კგ ხორცზე 400-500 მლ. ძალიან არ გაათხელოთ, წყალი ზემოდან არ უნდა ჩანდეს იმდენი უნდა დაუმატოთ. მთაში არ უმატებენ მწვანილს ფარშს. თქვენი გემოვნებით შეგიოძლიათ დაუმატოთ.
- ფარშის გამზადების შემდეგ მოზელთ ცომს, ამასობაში ფარში კარგად შეზავდება. ცომი ჩვეულებრივად ცივი წყლით უნდა მოზილოთ, დაუმატოთ ცოტა მარილი, ცომი დიდხანს მოზილეთ. შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი, ამოჭერით ჭიქით და გააბრტყელეთ. კარგ ხინკალში შიგთავსი უნდა ჩანდეს. ანუ სქელი არ უნდა იყოს შესახვევი ცომი. ბევრია დამოკიდებული ფქვილზე. თუ გამოცდილი არ გაქვთ ფქვილს როგორი წებოვნება აქვს, მაშინ ცომში დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი. მე პაჩკის "პროგრესით" ვზელ. კმაყოფილი ვარ.
- ლამაზად მოახვიეთ ხინკალი. მოხევურ ხინკალს პატარა კუჭები აქვს. მოხარშეთ ადუღებულ მარილიან წყალში. როცა ზევით ამოსვლას დაიწყებს ესე იგი უკვე მოხარშულია. ამოღების წინ ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და ხინკალს ამოიღებთ სუფთათ, ქაფის გარეშე. ცივი ხინკალი შეგიძლიათ შეწვათ.
თამრიკო გამიკვირდა მოხევეები ქონდარს თუ უკეთებდნენ ხინკალს. არასოდეს გამიგია.აი,ორ სა რთულიანი ხინკალი კი მოხევეების საფირმო ნიშანია, როგორც ვიცი.
მე დავწერე თქვენი გემოვნებით თუ გნებავთ დაუმატეთ ქონდარი და მწვანილი. ყველას სხვადასხვანაირი გემო უყვარს. ძირა და ქონდარი ერთად არ უნდა. მაგალითად კახეთში ყველა ქონდარს უმატებს. ვის როგორ უყვარს. ქონდარი არ მიწერია ჩამონათვალში. ხინკალს მთელ საქართველოში ამზადებენ, არ დამიწერია რომ მოხევური ხინკალის რეცეპტია მხოლოდ.
მართალია, რეცეპტში ქონდარი არ არის ნახსენები. ამიტომ, ან ქონდარი და ან მკვლიავი. ორივეც შეიძლება, მაგრამ ამ დროს ქონდარი ძალიან ცოტა უნდა და ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ მკვლიავთან ერთად შეაზავო 😀
ამიტომ, ქონდართან ერთად მკვლიავს ერიდეთ.
მკვლიავი გაცილებით უკეთესია, როგორც დაფქული, ასევე დაუფქველი.
კვლიავი ქვია და ეგ იგივე ძირაა
მოხეურ ხინკალში ქონდარი არ არის. ფშავში უფრო იციან და შეიძლება სხვაგანაც მთაში. ქონდარს არც მთიულები უკეთებენ ხინკალს. ისე, მთის ახალი ქონდარი მოუხდება, მაგრამ მაშინ მკვლიავი (ძირა, ზირა) აღარ უნდა.
მოხევეები არც პილპილს უმატებენ გულში.
2-სართულიან ხინკალს მოხევეები ტრადიციულად არ აკეთებენ. ეგ ვიღაცამ მოიგონა. ან როგორ უნდა მიირთვა? 🙂
ფშავლები ფარშს მთის ქონდარს უკეთებენ და არა იმ ჩვეულებრივ ქონდარს ,რომელიც ქალაქშიც ხელმისაწვდომია, არც მწვანილს უმატებენ, ან ძირა ან მთის ქონდარი და ხახვი თავისთავად უნდა!
გამარჯობათ. ხორცმა ხანდახან შეკვრა იცის და როცა იკვრება თითქოს კარგად აღარ იხარშება. ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მოგესალმებით ფარშს უნდა დაასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად გაიხსნას ხორცი და გააჩერეთ ცოტ ახანი. 1 საათამდე და შემდეგ მოახვი. არ შეიკვრება.
ხინკალია ერთადერთი ნიორი რომ არ უხდება! მიუხედევად იმისა რომ ნიორზე ვგიჟდები და ლამის ყველაფერს ვუმატებ!
რაც შეეხება მწვანილს; მე ქინძს ვუკეთებ! ამ ბოლო დროს წავიკითხე პიტნაო ვცადე და საშინლად უხდება!სცადეთ.
ძირა ანუ კვლიავი (არ ვიცი საქართველოში თუ სხვადასხვაა და უცხეოთში კუმინ ანუ ორივე ერთია) ძან უხდება, ეს საერთოდ ფარშს საშინლად უხდება)
ჩემის აზრით ოხრახუში არ უხდება და არც მიყვარს ეს მწვანილი.
ახლა უნდა ცოტა ქონდარი ვუქნა. არ ვიცი ბექონდარაა თუ ისე ქომნდარი. ამ მწვანილს საერთოდ არ ვიცნობ საჭმელებში. ლობიოს უხდებაო.სუნი აქვს იცოცხლე გადასარევი და ვცდი ახლა.
ნეტა რეჰანიც ხომ არ მოუხდება? მეორე ჯერზე ვცდი.
ადუღებულ წყალს მუდამ ვუმატებ და ბევრს მარა წვნიანი მაინც არ გამოდის და ნეტა რატო
მუდამ ვზელ ცომს ოდნავ თბილი წყლით და ნეტა ეს ხომ არ არის მიზეზი, ახლა პირველად მოვზილე ცივით და ნახევარი სთით მგონი მაცივარში უნდა ხო, ვნახოტ თუ წვნაინი გამოვა