Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 2 კვერცხი და 3 სუფრის კოვზი შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი, ხაჭო, 2 სუფრის კოვზი მანი კარგად აურიეთ ერთმანეთში . ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. აიღეთ ლავაში, გაშალეთ გადაუსვით მთელ სიგრძეზე ხაჭონიანი მასა. ზემოდან მოაყარეთ ნებისმიერი კენკრა. მე ალუბლით და მოცხარით მოვამზადე
- აიღეთ ნამცხვრის ფორმა. აუცილებლად ჩაუფინეთ ნამცხვრის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი კენკრიანი ლავაში გადაახვიეთ რულეტივით და ფორმაში ჩადეთ სპირალის ფორმით. სწრაფად უნდა ჩადოთ, ლავაში არ დასველდეს.
- ცალკე ათქვიფეთ- 2 კვერცხი და 3 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ 250 გრამი არჟანი და მოასხით ფორმაში ჩადებულ ლავაშს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. 40 წუთის განმავლობაში.
- უნდა შეწითლდეს. შემდეგ ღუმელში დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში და რომ გაცივდება ამოიღეთ ფორმიდან. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.