2 კვერცხი და 100 გრამი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 500 გრამი ერთგვაროვანი ხაჭო,
200 გრამი არაჟანი, ვანილი, მწიკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, დააწვეთეთ ლიმონის 3-4 წვეთი.
8-10 სუფრის კოვზი ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
ცხიმწასმულ ფორმაზე დაასხით ცომი და მოაწყვეთ ნახევარი კილოგრამი კურკაგამოცლილი ალუბალი,
ან ნებისმიერი ხილი.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.