Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 30 გრამი ჟელატინი, გახსენით 100 გრამ, ცხელ წყალში, კარგად მოურიეთ რომ ბოლომდე გაიხსნას ჟელატინი. შეიძინეთ, სწრაფადგახსნადი ჟელატინი, რომელსაც წამოდუღება არ სჭირდება. ცალკე-2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი, ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დაუმატეთ ვანილი, მწიკვი მარილი, 500 გრამი ერთგვაროვანი ხაჭო, 300 გრამი არაჟანი,ათქვიფეთ კარგად. შემდეგ, დაუმატეთ ჟელატინიანი წყალი, კარგად აურიეთ. ჩაასხით, სასურველ ფორმებში. შეგიძლიათ, მაფინების ფორმებში მოამზადოთ. მე, მრგვალ ფორმებში ვდებ. შედგით მაცივარში, 3 საათით. როცა, კარგად გამაგრდება, ამოავლეთ, წყლის ორთქლზე გამდნარ შოკოლადში და ისევ, შედგით მაცივარში, შოკოლადის გაციებამდე.
გემრიელია!