Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ცომი-მაწონი,დარბილებული კარაქი,1 ჩაის კოვზი სოდა, მარილი გემოვნებით, ფქვილი, ბოლოს ჩაზელთ ზეთით. ცომი დაასვენეთ ნახევარი საათი.
- ხაჭაპური შამფურზე-არსებობს ორი ხერხი მომზადების, ერთი ძალიან ადვილია, ჩვეულებრივად ყველის ან სულგუნის დაჭრილ კუბიკებს ჩამოაცმევთ შამფურზე, შემოახვევთ ცომს, მაგრამ პირადად მე მისართმევად ჩვეულებრივად დაფშვნილი ყველით მირჩევნია.
- მზადდება ნებისმიერი ხაჭაპურის ცომით. მე მაწონზე მოზელილი მიყვარს. ხაჭაპურის ცომი გააბრტყელეთ ,დაჭერით სიგრძეზე 3-4 თითისსიგანეზე, დაფშვნილ ყველს ვათავსებთ შუა ცომზე სიგრძეზე, ყველი ბლომად, შემდეგ შეუკრავთ ცომს პირს და შამფურზე დაახვევთ,ზემოდან ჩვეულებრივად. გადაუსმევთ კვერცხის გულს, შამფურები უმჯობესია პატარა ზომის, იმიტომ რომ ასეთი წესით მომზადება ცოტა რთულია სახლის პირობებში, როცა ღუმელში შედგამთ ცომი იწყებს ქვევით დაწევას, ყველის სიმძიმის გამო. ღუმელი კარგი გახურებული უნდა იყოს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.