Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 ცალი ღორის თავი
- 4 ცალი ღორის ფეხი
- 2-3 ცალი სტაფილო
- 2-3 ცალი ხახვი
- 6-8 კბილი ნიორი
- 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი
- შავი პილპილის კაკლები
- მარილი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- რაც შეიძლება კარგად გავასუფთავოთ ღორის თავ-ფეხი, კარგად გავრეცხოთ, ფეხები გავჭრად შუაზე, ხოლო თავი 4 ნაწილად,მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს ჩაუმატეთ 2-3 თავი ხახვი მთლიანად, 2-3 ცალი სტაფილო, 6-8 კბილი ნიორი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი ,შავი პილპილის კაკლები, მარილი გემოვნებით დაუმატეთ,. ძალიან კარგად უნდა მოიხარშოს ხორცი, 4-6 საათის განმავლობაში. ძვლებს თავისით უნდა მოშორდეს ხორცი.
- შემდეგ ამოვიღოთ ხორცი, კარგად მოვაშოროთ ძვლები და დავჭრათ, შეგიძლიათ არ დაჭრათ და ისე დატოვოთ. ხორცი მოაფინეთ განიერ ფორმაში და დაასხთ თავისივე ნახარში, მხოლოდ მანამდე აუცილებლად გაწურეთ,რომ ძვლის წვრილი ნაწილები არ შეყვეს. გალამაზების მიზნით შეგიძლიათ ჭურჭელზე ჯერ მოაწყოთ ლამაზად დაჭრილი მოხარშული სტაფილო, მწვანილი.თქვენი სურვილის მიხედვით გააფორმეთ. შედგით მაცივარში გამაგრებამდე.