Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ცომი-1 ჭიქა თბილი წყალი, 2 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით წყალში და დააცადეთ ამოფუება, დაუმატეტთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და უფრო კარგად ამოფუვდება საფუარი, დააყარეთ ფქვილი დაახლოებით 4-5 ჭიქა, მწიკვი მარილი, 100 გრამი დარბილებული კარაქი ან მარგარინი, ბოლოს დაუმატეთ 100 გრამი ზეთი, ცომი მოზილეთ 15 წუთის განმავლობაში, რაც უფრო დიდხანს დაამუშავებთ ცომს მით უფრო ფუმფულა გამოდის. ბოლოს ცომი ხცელზე არ უნდა გეკვრებოდეთ იმდენი ფქვილი უნდა დაუმატოთ.
- მოხარშეთ კარტოფილი, გახეხეთ,დაუმატეთ კარაქი ან ერბო, დაუმატეთ ბლომად გახეხილი გემრიელი ახალი ყველი, იმდენი ყველი უნდა დაამატოთნ მარილის დამატება არ იყოს საჭირო, გამოაცხვეთ ზემოდან ცხიმიან გახურებულ ტაფაზე ან წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. მთაში ერბოსთან ერთად მიირთმევენ