Please follow and like us:
ინსტრუქცია
- მიყვარს შეკრული სქელი წანდილი წყლად რომ არ მიდის ისეთი, ამიტომ ვყიდულობ ჩვეულებრივ ხორბალს და მე თვითონ ვხარშავ, არ ვყიდულობ გაჯირჯვულ ხორბალს, ასეთი ხორბალი მალე იხარშება და არ იკვრება. თქვენი გემოვნებნით უნდა აირჩიოთ. ვხარშავ ხორბალს 7–8 საათის განმავლობაში და ღამე ვფუთავ დილამდე. დილით ისევ თბილია, ვუმატებ ცოტა მარილს, გატარებულ და დაჭრილ ნიგოზს(თხილითაც შეგიძლიათ მოამზადოთ) ვურევ დასატკბობად თაფლს, ქიშმიშს და ცოტა შაქარს, შეგიძლიათ შაქარი არ დაუმატოთ. ვუმატებ ვანილს. დოზები თქვენით უნდა განსაზღვროთ. ბლომად ნიგოზი უხდება. თქვენი გემოვნებით შეაზავეთ შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ხსნადი ყავა და კონიაკი
მოგესალმებით, ქიშმიშს, თაფლს და ნიგოზს რომ დავუმატებთ, აღარ უნდა ვადუღოთ? პირველად უნდა გავაკეთო და დეტაკურად მაინტერესებს❤გმადლობ????
არა, რომ გამორთავთ შემდეგ უნდა დაუმატოთ
მეც ასეთი მიყვარს ????მადლობა ჩემი რეცეპტი ვიპოვეეე❤️