Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 250 გრამი მარგარინი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, ცოტა გააგრილეთ. მარგარინის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ჭიქა ზეთი. მარგარინით ცომი უფრო ფხვიერი გამოდის. 250 გრამ გამდნარ მარგარინს დაუმატეთ 100მლ ნელთბილი წყალი,მწიკვი მარილი,1 ჩაის კოვზი სოდა, ნახევარი ლიმონის წვენი, ვანილი,100-200 გრამი შაქარი. დააყარეთ ფქვილი იმდენი რომ ბოლოს ცომი ხელზე არ მიგეკროთ.ცომი უნდა იყოს რბილი. გულსართი- 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, ნახევარი ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა გახეხილი ანტონოვკა ან რომელიმე მჟავე ჯიშის ვაშლი.დაუმატეთ 100 გრამი შაქარი, ცოტა ვანილი,მე პირადად მიხაკ დარიჩინსავ ვუმატებ ცოტას, ვისაც არ უყვარს ნუ დაამატებთ. სიტკბო თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული,თუ უფრო ტკბილი გნებავთ დაუმატეთ 200 გრამი შაქარი.
- ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ცომის ნახევარი ,გადაანაწილეთ ზემოდან გულსართი, დააფინეთ ცომის მეორე ნახევარი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ცხელს გადაუსვით თაფლი ან თეთრი ბლის მურაბის წვენი ან თქვენი სურვილით მორთეთ.