Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 300 გრამი დარბილებული მარგარინი აურიეთ 3 ჭიქა ფქვილს კარგად. ცალკე 200 გრამი მაწონი და 100 გრამი არაჟანი, 3 კვერცხის გული, მწიკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა(მაწონში) აურიეთ კარგად და შეურიეთ მარგარინიან ცომს. მოვზელთ კარგად ცომს, ფქვილი დაუმატეთ იმდენი,რომ ბოლოს ხელზე ცომი არ გეკრებოდეთ და შედგამთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. შაქარი ცომში არ უნდა.
- გულსართისთვის - 3 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი და 1 ჭიქა ქიშმიში. ცხიმწასმულ ჟარონაზე ვაფენთ ცომის ნახევარს, დაადებთ გულსართს და ზემოდან გადააფარებთ ცომის ნახევარს, ზემოდან გადაუსვით არაჟანი და კვერცხის გული, დასერეთ ნაჭრებად,ბოლომდე არ ჩაჭრათ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ცივ ღუმელში შედგით.