ჩანახი
პორცია სამზადისის დრო
6ცალი 4საათი
პორცია სამზადისის დრო
6ცალი 4საათი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. ჩანახი მზადდება თიხის ქოთნებში,პ ერსონალურად ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, თუ გნებავთ დიდ თუჯის ტაფაზე მოამზადეთ. ჩანახი წესით ცხვრის ცხიმიანი ხორცით მზადდება, მე საქონლის ხორცით მოვამზადე. ხორცი ერთხელ წამოვადუღე , რომ ჭუჭყი მომეშორებინა.
  2. აიღებთ თიხის ქოთნებს, წაუსვით სალფეთქით ზეთი, ჩაალაგეთ 4-5 ნაჭერი ცხიმიანი ხორცი, გრძლად, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი 2 ცალი, გადაუსვით ,მარილი ყველაფერს, 1 ცალი წინასწარ მარილმოყრილი და გაწურული სიგრძეზე გაჭრილი ბადრიჯანი, რომელშიც წესით უნდა ჩავდოთ ცხვრის დუმა, მე ბადრიჯანი ამოვავსე წვრილად დაჭრილი მწვანილებით- მწვანე ხახვი,ნიორი,რეჰანი,ქინძი,ოხრახუში , ჩადეთ 1 ცალი პომიდორი, რომელსაც ამოჭერით ყუნწი, ჩააყარეთ ცოტა მარილი და ჩადეთ ცოტა კარაქი.
  3. დაასხით 50 გრამი წყალი და დაბალ ცეცხლზე შედგით ღუმელში 170 გრადუსზე. 2 საათი თავდახურლი,1 საათი თავღია.
Please follow and like us: