Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ვწვავ ქათამს ან წიწილას კარგად შებრაწავამდე, კანი კარგად უნდა შეპუწკუნდეს, შემდეგ შემწვარი ქათამი დაჭერით და გადაიტანეთ კეცზე ან ნებისმიერ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ცხიმში, რომელშიც ქათამი შეიწვა ვუმატებთ ბლომად დაჭყლეტილ ან დანაყულ ნიორს, დაჭრილი ნიორი არ გამოგვადგება,წვნიანი უნდა იყოს ნიორი და მსუბუქად ვთუშავთ, არ დაიწვას ნიორი.
- მოთუშულ ნიორს ვუმატებთ მარილს და რძეს . თუ რძე არ გიყვართ შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალი დაუმატოთ, ან ნაღები. წვენი წამოადუღეთ 2 წუთის განმავლობაში და დაასხათ დაჭრილ ქათამს. შეგვიძლია კეცი ღუმელში შევდგათ რამდენიმე წუთით, თუმცა აუცილებელი არ არის.