Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი, 200 გრამი დარბილებული კარაქი, 250 გრამი არაჟანი, სოდა-ძმრით, ან ლიმნის წვენი. ფქვილი 3 ჭიქა, ცომი უნდა იყოს რბილი, ვყოფთ 3 ნაწილად და ვაცხობთ ცხიმწასმულ ჟარონაზე 180 გრადუსზე. ცალკე ამოვიყვანოთ 4 კვერცხის ცილა კარგად,დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი შაქარი, ცოტა ლიმონმჟავა. გავთალოთ ვაშლი ანტონოვკა ან რომელიმე სხვა ჯიშის მჟავე ვაშლი,1 ცალი ლიმონის ცედრა,ავურიოთ ბეზეში.
- კრემი-ნახევარი ლიტრა რძე, 4 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, ავურიოთ და სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთი. ცხელში დაუმატეთ ვანილი. კრემი რომ გაცივდება შეათქვიფეთ კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის 200 გრამი კარაქი. გამომცხვარ პირველ ფირფიტას გადავუსმევთ კრემს,მეორეს ვაშლიან ბეზეს,მესამეს კრემს,თავზე მოასხით მინანქარი.
- თავზე მოასხით შოკოლადის მინანქარი- 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 2 სუფრის კოვზი წყალი, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი,სქელძირიან ქვაბში,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. შაქარი კარგად უნდა გაიხსნას.