Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500 გრ ხორცი
- 4 თავი ხახვი
- 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
- 500 გრ მაწონი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- მწიკვი მარილი
- 500 გრ ფქვილი
- 50 გრ ზეთი
- 50 გრ პომიდვრის საწებელი
- 100 გრ ყველი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ნებისმიერი ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ. ფენოვანი ცომითაც ძალიან ლამაზი გამოდის. მე მაწვნიანი ცომით მოვამზადე. ცომისთვის - 500 გრამი მაწონი, 1 ჩაის კოვზი სოდა, მწიკვი მარილი,, 500 გრამი ფქვილი, ბოლოს 5 სუფრის კოვზი ზეთი, ცომი ხელზე არ უნდა გვეკრებოდეთ. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ ფორმაში და ცენტრიდან ჩაჭერით სამკუთხედებად, მხოლოდ ბოლომდე არა ოთხი თითის დადება გულსართისთვის ადგილი დატოვეთ.
- გულსართი -ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მე ხორცი მოვთუშე წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად,კარგად უნდა მოითუშოს ხახვის დარბილებამდე, დავუმატე დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. თავზე დახეხილი ყველი მოვაყარე.
- დაადეთ გულსართი, .ცენტრიდან გადმოკეცავთ ცომს და დაამაგრებთ. გამოაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.