Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 2 ცალი კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- 100 გრ არაჟანი
- 250 გრ მარგარინი ან კარაქი
- 10 გრ ვანილი
- 200 გრ ჯემი
- 3 ჩაის ჭიქა ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილი,250 გრამი გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი,სოდა-ძმრით, 100 გრამი არაჟანი, 3 ჭიქა ფქვილი.ცომი უნდა იყოს ელასტიური. ცომის 1/4 შედგით მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. საცხობ ფირფიტას წაუსვით ზეთი და დააფინეთ გაბრტყელებული ცომი.გადაუსვით ნებისმიერი ჯემი, მე შავი მოცხარის ჯემით მოვამზადე .ჯემის რაოდენობა თქვენი სურვილით განსაზღვრეთ. მაცივრიდან გამოიღეთ ცომი და გახეხეთ,მოაყარეთ ჯემს. შეგიძლიათ დარჩენილი ცომი თხლად გააბრტყელოთ და გადააფინოთ ჯემს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე,წინასწარ გახურებულ ღუმელში. ცხელს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
კარგი გამოვიდა ! ????
დიდი მადლობა. მიხარია????